"ამაღელვებელია ამ ისტორიის, მათი გმირობის გახსენება"

რეფორმა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინაციით ხორციელდება

 

სიახლეების კალენდარი
 თებერვალი 2017
ბიზნესი
ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს
ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი წლის იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დათვლის დროს, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებიც იქნება გათვალისწინებული.

 

„ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს გაითვალისწინებს. დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამასთან, ეროვნული ბანკი თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს.

 

„მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს წარმოადგენს, რომელიც საბუღალტრო აღრიცხვისთვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება.

 

Google
ბეჭდვაელფოსტა


loading...
კომენტარი (0)
დატოვეთ თქვენი კომენტარი.
სხვა სიახლეები

ანჯელინა ჯოლი შვილებს ტარაკნებს და ტარანტულებს აჭმევს

"ეს მადონაა, ჩვენ არ ვიცოდით რის თქმას აპირებდა"

ოქროს გლობუსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გუშინ გაიმართა

პირველი იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა