სიახლეები
ეტალონი

ლერი ხვინგია - ''ხონის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ცნობილია
19-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''ხონის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  
    
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხონის თეატრში ჩატარდა.  

ხონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   
 
ღონისძიებას ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 
 
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.  

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს მათხოჯის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლერი ხვინგია დაეუფლა (74 ქულა).

მისი თქმით, გამარჯვება გარკვეულწილად პასუხისმგელობაცაა: 

„ყველასთვის მნიშვნელოვანია ''ეტალონში'' მონაწილეობის მიღება. გამარჯვება გარკვეულწილად დიდი პასუხისმგებლობაცაა. მთავარია მონდომება, რომ ადამიანმა შეძლოს ეს ყველაფერი. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს ცხოვრებაში. ეს პროექტი მათ ცხოვრებაში ერთგვარი მოტივაციაა.“


საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხათუნა ქობალიას თქმით, ‘’ეტალონში’’ ხონის სკოლების უმეტესობა ჩაერთო:

’’ეტალონი’’ - ეს იყო ცოდნის ზეიმი, ძალიან კარგი გამოვიდა ყველაფერი. მაქსიმალური რაოდენობის სკოლები იღებდა მონაწილეობას. ამ პროექტით ძალიან მოტივირებულები ხდებიან ახალგაზრდები, ბავშვები მაქსიმალურად იღებენ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ეს პროექტი მისი დამსახურებაა. ''ეტალონი’’ ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში. მადლობა მინდა ვუთხრა ასევე რაიონულ თვითმართველობას, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მათ ძალიან კარგად და ხარისხიანად ჩაატარეს შესარჩევი ტურები.“ 


''ხონის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ლერი ხვინგია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  

გთავაზობთ, ხონის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
სტუმარმა, მოსწავლეებს საქართველოს წითელი ჯვრის საწყისები და ფუნქციონალური საკითხები. მოხალისეობრივ საქმიანობაზე ესაუბრა და მოსწავლეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღესასწაულის ისტორიას, არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და ცოდნა მეტად გაიღრმავეს 
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება