მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე გიორგი შეყრილაძე ოლიმპიადა „ევერესტში“ მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლე ოლიმპიადის საშემოდგომო სეზონის ფინალისტი იყო. მას ორი სიგელი გადაეცა, მიღწეული წარმატებისთვის და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით დაკავებული მერვე ადგილისათვის.
„თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ... ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენ და გიორგი. ვულოცავთ მას და წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები