საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
დღეს ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება
19.12.2013
დღეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ოქრომკედით მორთული საზეიმო სუფრა და მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური ვერცხლით მოჭედილი ყანწი, რომელიც ამასთანავე გამოყენებული იყო ფილმში „ქეთო და კოტე" როგორც რეკვიზიტი და მას „თავად ლევანის ყანწსაც" უწოდებენ. მისი ზომა 80 სანტიმეტრია და 3 ლიტრა ღვინო ეტევა.

სამეფო სუფრა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს მსახიობ დათიკო ჩხეიძის შთამომავალმა გადმოსცა. ლეგენდის თანახმად, სოლომონ II-ს მხლებლებთან ერთად ამ სუფრაზე ჩხეიძეების მამულში უზეიმია. სუფრის მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ იგი სასწრაფო რესტავრაციას ითხოვდა, კომპანია „beeline"-მა ექსპონატის რესტავრაცია დააფინანსა, რომლის დროსაც გამაგრდა დაცრეცილი საფუძველი და აღდგა დაშლილი ნაქარგობა.

„beeline"-მა ასევე დააფინანსა „თავადი ლევანის ყანწის" რესტავრაციაც. სასმისი მძიმე მდგომარეობაში გადმოეცა მუზეუმს, მიმდინარეობდა ძვლის ფენის კოროზია, ყანწის მოსართავების რამდენიმე ელემენტი დაკარგული და მის ნაცვლად, იაფფასიანი ლითონის ელემენტები იყო დამაგრებული. რესტავრაციის პროცესში მთლიანად გამაგრდა ძვლის ფენა, გამოიცვალა დაკარგული ელემენტები, მოივერცხლა და დაძველდა.


კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:32