სიახლეები
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა
27-02-2017
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.

მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მიმართეს.

''მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს. ამ ადამიანებს ძალიან პატარა, მაგრამ მართლაც დიდი ქვეყნის ისტორიის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში მოუწიათ ჩართვა. ისინი ხშირად ბევრად ძლიერ მტერს უპირისპირდებოდნენ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ. დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენამდე მოიყვანა ეს ქვეყანა და მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის დაცვა. მტერი ჩვენზე ვერ გაიმარჯვებს და ამის ნიშანია თუნდაც დღეს, ჩვენი აქ ყონფა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის არსებობა და ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლებელში იზრდებიან ჩვენი ქვეყნის დასაცავად'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და ყურადღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მისია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც დაუღალავი შრომაა საჭირო:

''დღეს, ამ მემორიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს მოგონებას იმ თავდადებული გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ამ გმირებმა გვაჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა სამშობლო და ამ მაგალითს გვიჩვენებენ ოფიცრები თავიანთი ბრძოლით, შემართებით და პროფესიონალიზმით. ჩვენ დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი მთავარი მისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მისიის შესასრულებლად მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. თავდაცვის უწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის იყოს, რადგან ჩვენი თავისუფლების დაცვის ხარისხი მტრის შეტევის თავიდან ასაცილებლად სწორედ ჩვენს მდგრადობაში, თავდაცვისუნარიანობაში და სამხედრო მზადყოფნაშია. ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროგრამას, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ენერგიის განმტკიცების საქმეში. ასევე, მინდა სიმაყით აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მოვისმინე სიტყვები, რომლებიც პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს, ჩვენს გმირებს უკავშირდება და ეს არის სიტყვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მოწინავეს, პროფესიონალს, სანდრო პარტნიორს და გაბედულს ხდის ზოგადსაკაცობრიო და თავისუფლების განმტკიცების საქმეში'' - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიება 1919-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენენ. ბრძოლაში სხვადასხვა დროს ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკრები მონაწილეობდნენ. დაღუპულ გმირებს შორის, დანარჩენ გმირებთან ერთად 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი და ბრძოლაში მოხალისედ წასული პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი იყო.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება