საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტობანების მშენებლობის ტემპი გაორმაგდება
20.12.2013
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიაში პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე დღეს მიიღეს.

საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზეც იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეიმჩნევა და აღნიშნულ პერიოდში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5,4% და 14,4%–ით გაიზარდა.

"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზრდის მაჩვენებლები განპირობებულია კერძო ბიზნესის, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის გააქტიურებით. გაზრდილია სამშენებლო მასალის იმპორტი. პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ ასევე იმსჯელა ავტობანის მშენებლობის საკითხებზე. მომდევნო წელს იგეგმება ავტობანების მშენებლობის ტემპის გაორმაგება. მიმდინარე სამ სამშენებლო მონაკვეთს 2014 წელს დაემატება აგარა-ზემო ოსიაურის, სამტრედია-გრიგოლეთისა და ქობულეთის შემოვლითი გზა-მახინჯაურის ავტობანების სამშენებლო მონაკვეთები",- აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში.

ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი საქართველოს გაზისა და ნავთობის სფეროში არსებულ სიტუაციასაც შეეხო.


კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:29