საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
ნაციონალური მოძრაობა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
23.12.2013
გიგი უგულავას განცხადების საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა. თბილისის მერმა, რომელსაც უფლებამოსილება საქალაქო სასამართლომ შეუჩერა, ამ ინსტანციაზე ზეწოლის შესახებ განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობა ითხოვს კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას - მისი საპატიმროდან გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მესამე მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი სხდომის გამართვაა, სადაც ეს საკითხები განხილება.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უმცირესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ითხოვს მთავარი პროკურორის დასწრებას, ასევე პარლამენტში სახალხო დამცველის მისვლას, რათა უჩა ნანუაშვილმა მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია საკნონმდებლო ორგანოს მიაწოდოს. ნაციონალური მოძრაობა ამ ხუთ მოთხოვნას ბიუროს სხდომაზეც დააყენებს.
გიგი უგულავას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მათი განცხადებით, ისინი სრულ ნდობას უცხადებენ გამოძიებას და საგამოძიებო პროცესებში ნებისმიერი სახით ჩარევა მათთვის მიუღებელია.


კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:32