საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
არჩილ ხაბაძე შუახევის სოფელ გომარდულის მოსახლეობას შეხვდა
23.12.2013
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევში, სოფელ გომარდულში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ, პირადად გაეცნო.

რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივებთან დიდთოვლობით გამოწველი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა და უშუქობის მიზეზები განმარტა. შუახეველებს მომავალი წლისთვის მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა აღუთქვა.

"24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ელექტრიკოსები, რომ მაქსიმუმ 25 დეკემბერს ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს. დაგეგმილია, თოვლის დადნობისთანავე შიდა სასოფლო გზების მოასფალტების დაწყება და საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. მომავალ წელს გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტიც მიიღებს ტურისტებს", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

დღესვე გომარდულში სათხილამურო სეზონი გაიხსნა. გომარდულის სპორტული ბაზა უკვე 5 წელია, ფუნქციონირებს. 600-მეტრიან სათხილამურო ბილიკზე კვირის ბოლოს აჭარის თასის პირველობა გაიმართება. შეჯიბრში ხულოსა და შუახევის სასპორტო სკოლების 48 მოთხილამურე მონაწილეობდა. პირველი ადგილის მფლობელს თასი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური თასებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება აჭარის სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობათა ფედერაციაისა და სააქციო საზოგადოება "გომარდულის" ორგანიზებით გაიმართა.




კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:27