ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლის ნინი ქუთელიას ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
14-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯუმის საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლის ნინი ქუთელიას ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, ნინი ქუთელია არაჩვეულებრივად ხატავს. გამოირჩევა ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტით (დიდი წარმოახვითი უნარითა და ვიზუალური მეხსიერებით); ფლობს გამომსახველობით ხერხებს და შეუძლია შემოქმედებითად გადაწყვიტოს მოცემული ამოცანა.
„ნინი, როგორც მოტივირებული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური და კომუნიკაბელური მოსწავლე აქტიურად ერთვება საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. არაერთხელ მოეწყო მისი ნახატების გამოფენა სკოლასა და ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში. დაჯილდოებულია დიპლომებითა და სიგელებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.