სავანის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სავანის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და დახვეწილი ნომრებით წარდგნენ.
„ღონისძიება მართლაც რომ გამორჩეული და ლამაზი იყო, რისთვისაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას პედაგოგები ნათია ზაქაშვილი და ნინო ზაბახიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები