ლეღვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს დასუფთავების აქცია მიუძღვნეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყო. სკოლამ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია გამართა.
აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს გარემო, მოუარეს ხეებს, ყვავილებს. ჩატარებული სამუშაოებით ლეღვანის სკოლის მოსწავლეებმა სხვა მოსწავლეებს მაგალითი აჩვენეს.
იხილეთ ფოტოები