მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. სკოლებში ეწყობა ღონისძიებები და მასწავლებლებს საზეიმო ვითარებაში ულოცავენ ამ დღეს.
იხილეთ საციხურის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიების ამსახველი ვიდეო