სიახლეები
სიახლეები

არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება 2018 წელს - შსს
18-10-2019
-
+


ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება.  მისი მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება. 

შსს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 

უწყების განმარტებით, ფაქტებზე ეფექტიან და დროულ რეაგირებას ართულებს ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხშირად შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდება. 

"მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციელები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

კამპანიის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება