ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის სიახლოვეს გავრცელებულ ორგანიზმებს გაეცნენ
13-11-2019
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის, ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელმა, ირმა ბერიძემ, საველე კვლევისთვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკურსია მოაწყო.
ექსკურსიის მიზანი მოსწავლეებისთვის სკოლის სიახლოვეს გავრცელებული ორგანიზმების გაცნობა იყო.
ექსკურსია საინტერესო გამოდგა. მოსწავლეები დიდი მოტივაციით ჩაერთვნენ აქტივობაში.