მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლელა ოქროპირიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
26-11-2019
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის, მერეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლელა ოქროპირიძემ, 60-კრედიტიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.