მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში, პერიოდული სისტემის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო მენდელეევის მოღვაწეობის ისტორიული დეტალები.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია: „ქიმიური ელემენტების თავისებურებებსა და განსაკუთრებულ თვისებებზე“.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს და აჩვენეს ფილმი „მენდელეევის სიზმარი“.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები.
ღონისძიება საინტერესო, სახალისო და ეფექტური იყო.
იხილეთ ვიდეო