მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
09-12-2019
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგების, ეკატერინე ჩიტრეკაშვილის, დარეჯან გოგოჩაშვილისა და ელისაბედ ჩქარეულის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულ VIIIა კლასის გუნდს სიგელი გადაეცა.
სიგელებით დაჯილდოვდნენ ბლიც ტურში გამარჯვებული VIIIა კლასის მოსწავლე, მარიამ კობიაშვილი და XIა კლასის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისა და მისი წარმართვისათვის.