მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნათია გულბიანმა მოსწავლეთა აქტიურად ჩართვისათვის, ონლაინ გაკვეთილების გარდა, წამოიწყო „ონლაინ ზღაპრების მთხრობლის კონკურსი“.
საუკეთესო მთხრობელს სექტემბერში გადაეცემა სერტიფიკატი.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად სწავლობენ მცირე ზომის ზღაპრებს. საუკეთესო მთხრობელის ზღაპარი იტვირთება სკოლის გვერდზე. ამ წამოწყებაში დიდი ხალისით ჩაებნენ I, II და III კლასის მოსწავლეები: გიორგი ჩირგაძე, მარიამ ჩირგაძე, ანასტასია და ანდრია მაღლაფერიძეები, შოთა ქაშიბაძე, ნიკოლოზ გულბიანი, ანასტასია სუპატაშვილი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები