სიახლეები
სკოლები

გაიცანით ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნარმანია - ქართულ-აფხაზური ოჯახის ნიჭიერი წარმომადგენელი
12-05-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნარმანია ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც თავისი ხელსაქმით და ნამუშევრებით ბევრი იცნობს. აი რას გვწერს სკოლის წარმომადგენელი მასზე:

„მარიამ ნარმანია არის აფხაზეთიდან დევნილი. ქართულ-აფხაზური ოჯახის წევრი, რომელიც ძალიან პატარა ასაკიდან ჩართულია მოხალისედ არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩემის“ მიერ ორგანიზებულ ხელსაქმის შემსწავლელ კურსებზე, სადაც ხელსაქმიანობის შემსწავლელი კურსები გაიარა. 

ორგანიზაციას ხელმძღვანელი გახლავთ დედამისი, ხათუნა გოგუა, რომელიც მართავს პერიოდულად საქველმოქმედო ღონისძიებებს ხელნაკეთ ნივთების გამოფენა-გაყიდვის კუთხით. აღნიშნულ ღონისძიებაში მარიამს მუდამ გამოჰქონდა თავისი ნამუშევრები და ასე შეჰქონდა წვლილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. პანდემიის პირობებში, როცა მოუწიათ ბავშვებს სახლში დარჩენა, ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის მიმდებარედ არსებულ პატარა ფიცრულ ნაგებობაში, რომელიც ასევე მის ოჯახს ეკუთვნის, მოაწყო სახელოსნო „მარის სივრცე“, მოახერხა და ეზოში დარგო ყვავილები, გაალამაზა ეზო. სახელოსნოში შეუდგა საქმიანობას ხელსაქმის კუთხით. 

პანდემიამდე მარიამი დადიოდა ხატვაზე, ცეკვასა და სამუსიკო სკოლაში. ამბობს, რომ მას ძალიან შეუწყო ხელი ამ კრიზისული პერიოდის გადალახვაში მასში არსებულმა შემოქმედებითმა უნარებმა. ამბობს, რომ ერთი წლის წინ მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას, სადაც მოიპოვა მცირე დაფინანსება. ის ამბობს, რომ ძალიან გამოადგა საკანცელარიო ნივთები, რომელიც შეიძინა პროექტიდან მიღებული თანხით. ამ რთულ პერიოდშიც კი, როცა ირგვლის მასობრივად დახურულია ყველა მაღაზია და მათ შორის საკანცელარიოც, მას ქონდა საშუალება არ გაჩერებულიყო. როგორც კი ნახა, რომ პირბადეები იყო დეფიციტური და იწვევდა მოსახლეობაში პანიკას, გადაწყვიტა შეეკერა უფასოდ და დაერიგებინა. მან პირველად სამეზობლოში და საახლობლოში დაარიგა, 100 ცალი. შემდეგ კი გალში გააგზავნა 100 ცალი. ასევე, მეორეჯერაც 50 ცალი ენგურზე  დაარიგა ხოლო 50 აფხაზეთში გააგზავნა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მარიამის ცხოვრებასთან ენგურმა უკვალოდ არ ჩაიარა რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის ომის მერე დაიბადა, მას მოუწია იმ განსაცდელის გადატანა, რასაც ჰქვია „აკაესის“ ტყვიების ცეცხლში გახვევა კერ კიდევ როცა არ აცნობიერებდა კაცობრიობაში არსებულ სიკეთესა და ბოროტების მრავალ გამოვლინებას. ის 7 თვის იყო, როცა მის მშობლებს თან ახლდათ, როცა გადადიოდნენ მშობლიურ აფხაზეთში ენგურის ხიდზე მათ ცეცხლი გაუხსნეს აფხაზმა ბოევიკებმა. სამწუხაროდ, მამას დღემდე 12 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს.

ყველაფრის მიუხედავად, მარიამი ამბობს, რომ აფხაზებთან და აფხაზეთთან დიდი სიყვარული აკავშირებს. მისი ფესვები აფხაზეთშია და აფხაზი ნათესავები იქ ცხოვრობენ. ის ითხოვს თანადგომას ნაჭრებით, რადგან სურს, შეკეროს ბევრად მეტი, ვიდრე შეკერა და გააგზავნა. მან დაწერა კიდევაც სოციალური ქსელის მეშვეობით და თანადგომა ითხოვა ნაჭრების მიწოდების კუთხით, თუმცა წუხს, რომ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიაწოდა მას ნაჭერი, რისგანაც 25 ცალი პირბადე შეკერა. ამბობს და წუხს იმაზე, რომ დაკეტილი ნაჭრის მაღაზიების მეპატრონეებს მცირედიც რომ მოეწოდებინათ, ძალიან ბევრს შეკერავდა და გააგზავნიდა აფხაზეთში არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვისაც, რადგან ის არ არჩევს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით და მითუმეტეს აფხაზები ძალიან უყვარს, რადგან მისი ბებიაც აფხაზია, რომლისგანაც გენეტიკურად ერგო ხატვის ნიჭი“,-გვიყვება სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ მარიამის ნამუშევრები და ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება