სიახლეები
საინტერესო

ეროვნულ გამოცდებამდე დარჩენილი დღეებ​ი ნაყოფიერად რომ გამოიყენოთ - რჩევები აბიტურიენტებს
29-06-2020
-
+


აბიტურიენტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 

გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს დრო რაციონალურად და რაზე დახარჯოთ დარჩენილი დღეები?

შეადგინეთ გეგმა. გეგმა - ეს არის სტრატეგია, გააზრებული მიზნები და მათ მისაღწევად კარგად ფორმულირებული ნაბიჯები. სწორედ ის იძლევა იმის რეალიზების საშუალებასაც კი, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს და ასევე გვეხმარება ზედმეტი შფოთვისგან გათავისუფლებაში.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოცდებამდე სულ ცოტა დარჩა?

პირველ რიგში გააგრძელეთ მომზადება. შესაძლოა, ისე ინტენსიურად არა, მაგრამ რეგულარულად: მინიმალური მოცულობის მასალის გამეორებისთვის დღის განრიგი შეადგინეთ, მაგრამ რეგულარულობა უნდა იყოს მუდმივი კვირაში ხუთი დღე, უქმე დღეებში კი გონივრულია შესვენება.

ამ რეკომენდაციის შესრულებას განვლილი მასალის და ცოდნის საფუძვლიანად გამყარება შეუძლია.

ხრიკები, მასალის ეფექტურად გადასამეორებლად ბევრია. 

მაგალითად, შესაძლებელია ინფორმაციის დამახსოვრება ამერიკელი ლინგვისტის პოლ პიმსლერის მეთოდით. მან ინტერვალური გადამეორებების მეთოდი შეიმუშავა. ლინგვისტმა შენიშნა, რომ თუ კი გადავიმეორებთ უცხოენოვან სიტყვებს (ფრაზებს) ყოველ 5 წამში, 25 წამის შემდეგ, 2 წუთში, 10 წუთში, 1 საათში, 5 საათის შემდეგ, ერთ დღეში, ხუთ დღეში, 25 დღეში, ოთხ თვეში და ბოლოს ორ წელიწადში, ისინი მეხსიერებაში მყარად ჩაიბეჭდება.

იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს ბოლო გადამეორების თარიღი, შესაძლებელია სტიკერების ან ელექტრონული პროგრამების და სერვისების გამოყენება.

გადამეორებისთვის ასევე ეფექტურია:

1) მოცემულ თემაზე კითხვებზე პასუხები.
კითხვები თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია და საშუალებას იძლევა სწრაფად გაიხსენოთ მთავარი და, საჭიროების შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილოთ დეტალებზე.

კითხვების შედგენა დამოუკიდებლადაც შეიძლება: მათზე პასუხების მოფიქრება კი ნიუანსებში გარკვევის და განვლილის კიდევ ერთხელ გამეორების შესაძლებლობას იძლევა. 

2) პერიფრაზირება. როგორც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეს სრულიად მუშა მეთოდია, თუ მას ფორმალურად არ მიუდგები. მაგალითად, შეიძლება წყვილებში მუშაობის ორგანიზება: წარმოიდგინეთ თავი მასწავლებლის ადგილას და სცადეთ აუხსნათ მასალა საკუთარი სიტყვებით ვინმეს. კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ თუ „ეს ვიღაც“ ჩაგეძიებათ და კითხვებს დაგისვამთ.

3) ტესტირება: ამ მეთოდის „ეფექტი“ კარგად ცნობილია: რაც ტესტში შეგხვდა, მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.

მაგრამ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მუშაობს, მხოლოდ მაშინ თუ დავალებად ახალი ინფორმაციის მიღებიდან მალევე ვასრულებთ. 

სწორედ რომ დროა გეგმა B-ს შედგენის 

მნიშვნელოვანია - დაფიქრდეთ მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარზე და მოიფიქრეთ სათადარიგო გეგმა. 

თუ იმაზე ნაკლებ ქულებს დააგროვებთ, რასაც ვარაუდობდით, როგორ მოიქცევით? განიხილეთ სხვა ვარიანტები. მაგალითად შეიძლება თუ არა თქვენთვის კარგი ვარიანტი იყოს კოლეჯში ჩაბარება და იმავე პროფესიული მიმართულებით სპეციალობის მიღება?

გახსოვდეთ - აბიტურიენტის გამოცდებისთვის მზადებაში მნიშვნელოვანია მშობლის როლი 

მშობლის ძლიერი, მშვიდი და თავდაჯერებული პოზიცია დაეხმარება აბიტურიენტს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მოემზადოს და სწორად დააყენოს პრიორიტეტები. გახსოვდეთ, რომ ამ სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს შვილს ძალიან ბევრი - როგორც სირთულეების გადალახვის გამოცდილება, ისე მხარდაჭერის და ზრუნვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება