სიახლეები
სიახლეები

ოჯახი 50 ათას ლარს გადასცემს მას, ვინც სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის პოვნაში დაეხმარება - დაკარგულ ბიჭს ინტერპოლი ეძებს
07-10-2020
-
+


სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ოჯახმა ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.

„გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი. ნებისმიერი ინფორმაციისათვის რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანს უკვე ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ვებ-გვერდზე მითითებულია მოზარდის თაობაზე ინფორმაცია.

ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
აქტივობებში ისინი დიდი მონდომები, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება