მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლაში სწავლა აქტიურად გრძელდება. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და საინტერესო ინტერნეტრესურსებსაც რთავენ სასწავლო პროცესში.
„ინტერნეტსწავლების რესურსებს ნაწილობრივ ვიყენებთ სასწავლო პროცესში. თუ კლასები აღიჭურვება ტექნოლოგიური საშუალებებით და მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი, მეტად იქნება შესაძლებელი ინტერნეტრესურსების ჩართვა სასწავლო პროცესში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.