სიახლეები
ეტალონი

„რეკომენდაციები სრულად იყო დაცული“ - ლაგოდეხში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
06-11-2020
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად წარიმართა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობი პროექტია და ბავშვები სიამოვნებით იღებენ მონაწილობას. აინტერესებთ და უხარიათ მიღწეული შედეგები. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში ეხმარება. აჩვენებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარებისთვის.

ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ესმა კიკილაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. რეკომენდაციები სრულად იყო დაცული. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან 30-მა მოსწავლემ მიიღო და მეორე ტურში გადასვლა ყველა მათგანს სურს. იმედი მაქვს შედეგებიც კარგი იქნება.

კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შაისმაილ ისლამოვი:

ტესტირება ჩვენი სკოლის „ეტალონის“ პედაგოგებმა ჩაატარეს. 16 მოსწავლე მონაწილეობდა და პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს მოსწავლეები მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის ტესტირების პროცესში ყველა რეკომენდაცია დაცული იყო.

კაბლის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამილა ბარბაქაძე:

კმაყოფილი ვარ და შედეგებიც კარგი აქვთ ჩვენ მოსწავლეებს. მსურველიც საკმაოდ ბევრი იყო და ყველა მოსწავლემ, რომელსაც ტესტირების გავლის სურვილი გამოთქვა, მონაწილეობაც მიიღო. ჯამში ჩვენი სკოლიდან 16 მოსწავლე ჩაერთო პროექტში და სიმართლე გითხრათ, შედეგებიც მაღალი აჩვენეს, გვყავს 72 ქულიანი მოსწავლეც. იმედი მაქვს მეორე ტურშიც გავლენ ჩვენი ბავშვები.

კაბლის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა მუმლაძე:

ტესტირების პროცესმა ძალიან კარგა ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. როგორც იცით, ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია და მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, ისეთ კითხვებზე ჰქონდათ სწორი პასუხი, მეც გაოცებული დავრჩი, ამიტომ მიხარია, რომ ასეთი კარგი მოსწრება და აქტივობა ჰქონდათ მოსწვალეებს.

ამასთან, რაც მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ რომ ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი სერიხი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. სულ 7 მოსწავლე იყო ჩვენი სკოლიდან ჩართული. 3 მეცხრეკლასელი, ხოლო 4 - მერვეკლასელი. იმედი მაქვს მეორე ტურშიც გადავა რამდენიმე მოსწავლე. როგორც იცით, არაქართულენოვანი სკოლაა და ბავშვებს შედარებით მეტი დრო სჭირდებათ ხოლმე შეკითხვების გასააზრებლად, სხვა მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

დავითიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ლომიძე:

ჩვენი სკოლიდან თითქმის ყველა შესაბამისი კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ხალისით ჩაერთნენ ტესტირებაში და ყოველთვის გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს. სიმართლე გითხრათ, წელს უფრო მეტად აქტიურობდნენ. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ მეორე ტურში გადასვლას, თუმცა ვფიქრობ, მთავარი ის არის რომ მათ უხარიათ პროცესში მონაწილეობა და მათთვის ეს დამატებითი მოტივაციაა.

იხილეთ ასევე: ლაგოდეხის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

დაათვალიერეთ ტესტირების ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება