სიახლეები
სიახლეები

რომელ სკოლაში ასწავლიდა პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა - ინფექციამ მისი მეუღლეც იმსხვერპლა
06-11-2020
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

სკოლის დირექტორის გიორგი სანოძის ინფორმაციით, 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო. ის სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა, გუშინ კი გარდაიცვალა, მისი მეუღლე დილით დაიღუპა.

ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძემ დაწერა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მდგომარეობა დამძიმდა, მათთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

„ჩემი მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ! გახ­დნენ შე­უძ­ლოდ მა­მას გა­უ­კე­თეს პსრ ტეს­ტი და და­აწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა ბომონდში. 3 დღის შემ­დეგ მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და გა­მო­წე­რეს სახ­ლში! თბი­ლი­სი­დან ჩა­სულს მამა დამ­ხვდა ცუ­დად, ვრე­კავ 112-ში და ვე­ლო­დე­ბი მათ 2 სა­ა­თი არა­ვინ მო­დის, ჩე­მით მიმ­ყავს გორ­მე­დის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გა­მიხ­და უფრო ცუ­დად... ვი­ძა­ხებ გო­რის სას­წრა­ფოს და მო­დი­ან 30 წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, მა­მას­თან არა­ვინ ჯდე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და მე და­ვუ­ჯე­ქი! გორ­მედ­ში მი­სუ­ლე­ბი 1 სა­ა­თი და­ახ­ლო­ე­ბით დე­რე­ფან­ში ვი­ყა­ვით, არა­ვინ გა­უ­კე­თა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­ნამ არ ვიყ­ვი­რეთ. გა­მოჩ­ნდა 2 ღვთის­ნი­ე­რი ექი­მი და იმათ მი­მი­ხე­დეს და მო­მიყ­ვა­ნეს დღემ­დე! ახლა, მა­მას სჭირ­დე­ნა სას­წრა­ფო რე­ა­ნი­მა­ცია 2 დღეა და არა­ფე­რია! 1505 112 ს მი­მარ­თეო, 112-მა ექი­მე­ბი აგ­ვა­რე­ბე­ნო, ექიმ­მა შენ იპო­ვე ექი­მიო! მა­მას აქვს კო­ვი­დი და ინ­სულ­ტი. დედა, დე­დას არ გა­უ­კე­თეს ტეს­ტი, რად­გან ფეხ­ზე იდგა და უფრო უკეთ იყო! „ბო­მონდში“ თხოვ­ნით ერთი გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეს და გა­უშ­ვეს სახ­ლში! მე­ო­რე დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს „უნი­ქალ­მედ­ში“! იყო მიმ­ღებ­ში 2 დღე და არა პა­ლა­ტა­ში! პირ­ველ დღეს გა­უ­კე­თეს გა­დას­ხმე­ბი, მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი და მე­სა­მე დღეს დამ­ძიმ­და. მად­ლო­ბა მის ექიმს ვასო ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებს დე­დას­თვის! დე­და­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ნი­მა­ცია! ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც გა­და­მირ­ჩი­ნეთ! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სის და არას­წო­რი ტეს­ტის პა­სუ­ხის გამო ვართ ასეთ დღე­ში! პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მი­დან და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით!“ - წერ­და მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება