მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუმინეთში ორშაბათიდან ყველა სკოლა დაიხურება და „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება. ახალი შეზღუდვები ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.
ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. რუმინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსის 276 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.