მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს თემაზე: „შემოდგომის ფერები“.
აქტივობაში V-VI კლასის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ. პედაგოგმა ნანა ჩირგაძემ ბავშვებს სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზა. მათ თავიანთი ნაფიქრი შესაბამისი ილუსტრაციებით გააფორმეს, გამოფინეს და მოაწყვეს კუთხე „შემოდგომა“.
IX კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება კედლის გაზეთში „შემოდგომის ფერები“ გამოსახეს. მათ საკუთარი ფანტაზიით, ნანახითა და განცდილით ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები