მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - დავით კამკამიძემ და ირმა ჯაჯანიძემ 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წამყვანის სტატუსი მოიპოვეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ოთხი პედაგოგი გარე დაკვირვებას დეკემბრის ბოლომდე გაივლის. აღსანიშნავია, რომ ონლაინდაკვირვება სულ ახლახან წარმატებით გაიარა გიულიარა მამედოვამ, რომელიც რუსულ ენას ასწავლის.
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 10-ზე მეტი წამყვანი და 2 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“