მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების - „შუშანიკის წამების“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში IX, X და XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არაფორმალურმა გარემომ ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების უკეთ გაცნობას, აღქმას, გააზრებას, ანალიზს და მეორე მხრივ, პროცესში მონაწილე პირების როლების, ფუნქციების უკეთ გააზრებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
იმიტირებული პროცესში ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები იყვნენ ჩართული.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“