სიახლეები
სკოლები

ფოთის N12 სკოლაში პროექტი - „მე - უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელდა
02-12-2020
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლაში პროექტი - „მე - უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელდა. პროექტი მთლიანად დისტანციურად წარიმართა. 

„ჩვენი სკოლა 2019-2020 სასწავლო წლიდან ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის პროცესში. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პროექტული სწავლების როლი.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის ჩამოყალიბებასაც სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა სასკოლო პროექტის განხორციელება ფოთის N12 საჯარო სკოლაში, პროექტი 26 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.
პროექტის გეგმაზე მუშაობის დროს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა სასკოლო ქსელი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სკოლების თანამონაწილეობით.

პროექტის პარტნიორი სკოლები:
1.ფოთის N11 საჯარო სკოლა;
2. სტუსის სახელობის კრამატორსკის ლიცეუმის (უკრაინა)-(Kramatorsk Lyceum named after Sus
number8, Ukraine) ;
3. ​ქალაქ დროჩიას საჯარო ლიცეუმი „ B.P.-Hasdeu” (მოლდოვა);
4. ქალაქ იურმალას საჯარო სკოლა (ლატვია);
5.ქალაქ ალექსანდრიას გოგონათა სკოლა (ეგვიპტე);

პროექტის მიზნები:
  • ​​პროექტში პარტნიორი სკოლების ჩართვა და სასკოლო ქსელის შექმნა დემოკრატიული კულტურის მიმართულებით 
  • სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი რეკომენდაციების ჩარჩო - პაკეტის შექმნა 
  • სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება 
  • საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება  
 
მოსალოდნელი შედეგები 

  • პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეიძინეს  სხვადასხვა სასკოლო კულტურის მქონე მოსწავლეებთან თანამშრომლობის გამოცდილება. 
  • პროექტის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი სარეკომენდაციო ჩარჩო პაკეტი, რომელიც გაზიარდა ექვსივე მონაწილე სკოლის კულტურაში. 

ცვლილებები 
  • პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასკოლო ქსელი სხვადასხვა ქვეყნების სკოლების მონაწილეობით. 
  • მოსწავლეებმა შეიძინეს გამოცდილება საკუთარი საპრეზენტაციო მასალა საერთაშორისო ენის გამოყენებით გაეკეთებინათ.  
 
პროექტი მთლიანად დისტანციურად განხორციელდა, ამან კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩინა სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს შორის კომუნიკაციისა და რესურსების გაზიარებისთვის. დასკვნითი ღონისძიება 30 ნოემბერს წარმატებით გაიმართა: რეზონანსული, მრავალფეროვანი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და საინტერესო - ასე ახასიათებდნენ მოსწავლეები მთელ პროცესს. პროექტის მიმდინარეობის დროს დაგროვდა უამრავი ფოტო თუ ვიდეო მასალა, ანიმაცია, პოსტერები და ნახატები. რაც მთავარია, სხვადასხვა სკოლების, სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა შექმნეს და გაუზიარეს ერთმანეთს რესურსები, აზრები, შეიქმნა ქსელი სკოლებს შორის და საკომუნიკაციო არხები. სწორედ ამან გამოიწვია მოსწავლეებს შორის დიდი ინტერესი და ჩართულობა.
პროექტი გრძელვადიანია მდგრადობის თვალსაზრისით, რადგან მისი შედეგები მოსწავლეების მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების პერსპექტივაში გამოიხატება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება