გამარჯვების საჯარო სკოლა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად ჩაერთო
09-12-2020
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულს გაუწია ორგანიზება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად ჩაერთო. კვირეული ონლაინ სივრცეში ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლამ განახორციელა შემდეგი აქტივობები: 1. ონლაინ გაკვეთილები აღნიშნულ თემაზე (მასწავლებლები: მაკა კორძაია, ინგა ბურდულაძე, ნინო დარბაისელი და მარინა გიორგელაშვილი) 2. ელექტრონული ბუკლეტების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების შექმნა.
სკოლა კვირეულის ფარგლებში ბავშვების ნამუშევრების გამოქვეყნებას აგრძელებს.