სიახლეები
პიროვნება

„ფოლკლორი უნდა იყოს სუფთა. განდაგანას მელოდიაზე ლაზურს ვერ იცეკვებ!“
09-12-2020
-
+


თემურ თხილაიშვილმა ცხოვრება ხელოვნებას შეალია, წლებია ანსამბლქობულეთსხელმძღვანელობს და Etaloni.ge- იმაზეც ესაუბრება, როგორია ქორეოგრაფის ცხოვრება პანდემიის პირობებში. ცეკვა კი სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი - 6 წლიდან ცეკვავს და ქართული ქორეოგრაფიითმოწამლული“, არაფრის წინაშე იხევს უკან, ოღონდ ანსამბლი მოწოდების სიმაღლზე იყოს. წუხს, ახლა რომ ყველაფერი გაჩერებულია და სახლში ყოფნა უწევთ - ეს ჩვენი სფეროსთვის ძალიან ცუდია, ანსამბლი, ფაქტობრივადთავიდანაა შესაქმნელიო, - გვიზიარებს საკუთარ გულისტკივილს, თუმცა ოპტიმიზმს არ კარგავს, სჯერა, მალე ყველაფერი გამოსწორდება და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდება.

- ბატონო თემურ, თქვენც ონლაინ-რეჟიმში ხომ არ ატარებთ რეპეტიციებს?

- ცუდია, სახლში ყოფნა რომ გვიწევს და ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ ონლაინ-რეჟიმში რეპეტიციების ჩატარება ჩვენ შემთხვევაში წარმოუდგენელია. ეს დიდების ანსამბლია, პროგრამაზე ვმუშაობთ და დისტანციურად ამ საქმის კეთება წარმოუდგენელია.

- ბევრით დაგხიათ უკან პანდემიამ?

- რა თქმა უნდა! ფაქტობრივად, თავიდანაა აღსადგენი ანსამბლი. თითქმის ერთი წელია არ ვმუშაობთ და ეს ჩვენი საქმისთვის ძალიან ცუდია.

- თუმცა კარგი პერიოდებიც ხომ გქონდათ... გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?

- ბავშვობიდან ვცეკვავ, ვმღერი...  მოგვიანებით, გადავწყვიტე, ჩამებარებინა ქორეოგრაფიულზე და მას შემდეგ ამ სფეროში ვარ, სხვადასხვა სკოლაში ვიმუშავე და ბოლოს კულტურის სახლში შემოვრჩი.

- რთულია ქორეოგრაფობა ქართულ რეალობაში, ბატონო თემურ, მით უმეტეს, დიდია კონკურენცია?

- კარგი თუ გინდა, შინაარსიანი და წარმატებული - დიდი შრომა გიწევს. როდესაც ასეთ საქმეს ემსახურები, სისხლი უნდა ჩაანთხიო და გული მისცე; მოწოდება უნდა იყოს ეს შენი, თუ არ გიყვარს და შინაგანად არ განიცადე თითოეული მოძრაობა, ილეთი, არაფერი გამოვა.

- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა, ემსახურო მშობლიურ ფოლკლორს.

- რა თქმა უნდა... მით უმეტეს, რთულია, შეინარჩუნო ტრადიციული ელემენტები.  ყველანაირი ქორეოგრაფია არის დღეს - თანამედროვეც, კლასიკურიც... მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერს ფოლკლორს ეძახიან. ისეთი ილეთები და მუსიკაა, ვერაფერს გაუგებ.

- თქვენ არ ხართ ფოლკლორის გათანამედროვების მომხრე?

- არა. ფოლკლორი უნდა იყოს სუფთა! წარმოუდგენელია - აჭარულს ლაზური დაარქვეს, არადა სხვადასხვაა. განდაგანას მელოდიაზე ლაზურს ვერ იცეკვებ.

- მაინც ცეკვავენ...

- ცეკვავენ და ტაშსაც უკრავენ, მაგრამ როგორ შეიძლება ასე არევა?! ლაზები ლაზები არიან და აჭარლები - აჭარლები; სხვადასხვა კუთხის ხალხია, მელოდიაც განსხვავებული აქვთ და ლექსიკაც.

- ამბობენ, რომ თანამედროვე ელემენტების გარეშე ქართული ფოლკლორი ასეთი პოპულარული ვერ იქნება.

- დაარქვან მაშინ თანამედროვე ქართული ცეკვა და ფოლკლორს ნუ უწოდებენ. მე პირადად, გადაწყობა ვერ შევძელი.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- არ ვიცი... რთულია თქმა, მიმაჩნია, რომ ფოლკლორი ასეთად უნდა დარჩეს.

- ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გიყვართ - აჭარული?

- ვერ ვიტყოდი ასე... თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს, გააჩნია შემსრულებელს.

- თქვენ როგორი ქორეოგრაფი ხართ, მკაცრი?

- ახლა აღარ ვარ მკაცრი, თუმცა დისციპლინა, წესრიგი მიყვარს. ანსამბლის წევრებთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ყველანაირად ხელს ვუწყობ, ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი... რადგან ამ ანაზღაურებით ოჯახის რჩენა წარმოუდგენელია.

- როგორ წარმოგიდგენიათ პანდემიისშემდგომი პერიოდი, ალბათ ბევრი შრომა მოგიწევთ ანსამბლის სრულფასოვნად აღსადგენად?

- უდავოდ, ბევრი შრომა დაგვჭირდება... მთავარია, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი... ხელშეწყობაც საჭიროა, რადგან შეიცვალა ცხოვრების დონე, მატერიალური მხარე, ხელფასები მინიმალურია და ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვართ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღესასწაულის ისტორიას, არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და ცოდნა მეტად გაიღრმავეს 
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება