სიახლეები
სკოლები

„არა ძალადობას, ძალა უფლებას“ - სავანეთის საჯარო სკოლაში ონლაინ პროექტი განხორციელდა
09-12-2020
-
+


„არა ძალადობას, ძალა უფლებას“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ონლაინ პროექტი განხორციელდა. სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი პროექტის მიზნებსა და შედეგებზე გვიამბობს.

„დღესდღეობით ბულინგზე საუბარი მეტად აქტუალური გახდა.  სავანეთის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის  მოსწავლეებმა და მოხალისეებმა სხვადასხვა კლასიდან  სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლამზირა ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ონლაინ  პროექტში „არა ძალადობას, ძალა  უფლებას.“

პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით, რომ საინტერესო იქნებოდა არა მარტო  მოსწავლეებისთვის, არამედ: სასკოლო საზოგადოებისთვის, თემისთვის,  მშობლებისთვის და საერთოდ, მოსახლეობისთვის.  პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მშობელთა ჩართვას ბულინგის პრევენციის მექანიზმებში.

ონლაინ სამოქალაქო გაკვეთილზე  მოსწავლეებმა ნახეს მედიარესურსი; კიბერ, ფიზიკურ, ვერბალურ  ბულინგზე, გამოთქვეს ამის შესახებ საკუთარი აზრი,  გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები თითონ მიდიოდნენ გამოსავლის ძიებაზე, ბულინგის პრევენციის მექანიზმებზე. შემდეგი გაკვეთილი დაევალათ მოეძიებინათ ინფორმაცია თემაზე: ბულინგი, რას ნიშნავს, როგორი ტიპის არსებობს, მისი არსებობის  შემთხვევაში რა ევალება თითოეულ ჩვენთაგან, მეგობარს, მასწავლებელს, კლასელს, როგორია პრევენციის მექანიზმი, მშობლის და ოჯახის როლი. შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ  მოსწავლეები წარმართავდნენ  იტერაქტიულ გაკვეთილს მოძიებული მასალებით და საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით.

ამგვარი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ  მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ბულინგთან დაკავშირებით, აქამდე თუ  ერიდებოდათ, რცხვენოდათ  გამხელა, ახლა მიხვდნენ, რომ პირიქით, სჯობია ხმამაღლა თქმა, ლაპარაკი ფაქტის გამომზეურება, რათა თავიდან იქნას აცილებული სავალალო შედეგი. ამ კონკრეტული აქტივობების შემდეგ მოსწავლეებს დაევალათ საკუთარ ფანტაზიაზე  დაყრდნობით შეექმნათ ნახატები, მოეძიებინათ ფოტოები, მოემზადებინათ ფლაერები, ზოგადად ყველანაირი ძალადობის საწინააღმდეგო სლოგანები, მედიარესურსი, სცენა, დღიური  და ა. შ მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს პროექტში  ჩაბმა, მართალია, გამართული ქართულით ვერ საუბრობდნენ, მაგრამ გააზრებულად  მსჯელობდნენ. კრეატიული ნახატებიც კი შექმნეს.

ონლაინ პროექტში მონაწილე სხვადასხვა მოსწავლეები იყვნენ: გურბან ალაგეზოვი, შუქურ ბაირამოვი, ელვირა მირზაევა, ჯაბრაელ დუნიამალიევი, ფიდან რუსტამოვა, ვუსალა ალაგეზოვა, ზოხრა ბაირამოვა, ნარმინა დუნიამალიევა.

მოსწავლეებმა მშობლები ჩართეს  ონლაინ პროექტში და შექმნეს ბუკლეტი სახელწოდებით: „მშობლების მოწოდება მშობლებს“, ბუკლეტში ასახულია მშობლების რჩევები,  გამოსაყენებელი ლინკებია მითითებული, გაფორმებულია სხვადასხვა აქტივობებით, ასევე საინტერესო მედიარესურსი მოამზადეს, რომელშიც ბულინგის  პრევენციაა ასახული. განსაკუთრებული აქტიურობით და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა მეათე კლასის მოსწავლე ვუსალა ალაგეზოვა.

კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს  სკოლის ადმინისტრაცია შეგვატყობინებს რესურსცენტრის საშუალებით, თუმცა მონაწილეობის მიღებაა სკოლისთვის  მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მოსწავლეებს შეეძლებათ გაანალიზონ  პიროვნული თვისებები და გამოიყენონ  შესაძლებლობა, განსაზღვრონ საკუთარი  როლი და დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში, დაიცვან  საკუთარი და სხვისი უფლებები, თანაბარი  წვლილი შეიტანონ  მშვიდობიანი გარემოს მშენებლობაში, დაამარცხონ  ბულინგი, ძალადობა.

ცხოვრება სასწაულებითაა სავსე,  არ ვიცი რას გვიმზადებს წუთისოფელი, სახლში ჯდომა მოდუნების, ჩამორჩენის  უფლებას არ გვაძლევს, უნდა ვიყოთ აქტიურები, მივიღოთ, გავაანალიზოთ ინფორმაცია, გავიხალისოთ ცხოვრება და გავახალისოთ მოსწავლეები,  პოზიტიურად  შევებრძოლოთ პანდემიას, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, გავუფრთხილდეთ  ერთმანეთის ჯანმრთელობას“,-აღნიშნავს სავანეთის საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება