სიახლეები
სკოლები

ბოლაჯურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“  განხორციელდა
09-12-2020
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“  განხორციელდა.

პროექტის მხარდამჭერია ევროპის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ასოციაცია“ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პროექტი განხორციელდა ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ აბრამიშვილის  ინიციატივითა და ორგანიზებით.

„პროექტი - „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ტრენინგი სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულის შესახებ. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და სხვა უმცირესობების უფლებების შესახებ, ასევე გააანალიზეს ის დაბრკოლებები, რომელთაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან სოციო-კულტურული ინტეგრაციის პროცესში.

მეორე ეტაპზე გამოცხადდა ესეების კონკურსი თემაზე: „მე ვირჩევ თანასწორობას“, პროექტში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ნამუშევრები. სკოლაში დაკომპლექტდა ჟიური, რომელმაც შეიმუშავა კრიტერიუმები გამარჯვებულთა გამოსავლენად. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ წიგნებით, სიმბოლური ჩანთებითა და სიგელებით.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი პროექტები და აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ინფორმაციულობისა და მოტივაციის გაზრდას, იზრდება ხალისი სწავლისადმი და ვითარდება მათი ცნობიერება სამოქალაქო საკითხებში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება