სიახლეები
სიახლეები

„ძალიან საჭირო დროს ჩატარებული შეხვედრა“ - სტუდენტური პარლამენტის წევრების და გოჩა ტყეშელაშვილის ონლაინ-შეხვედრა შედგა
09-12-2020
-
+


საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით ონლაინ შეხვედრა შედგა. კომიტეტის წევრები „ეტალონის“ და izrune.ge-ს პროექტების ავტორს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს ესაუბრნენ.

შეხვედრის შესახებ დეტალებზე etaloni.ge-სთან სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ანსიანმა ისაუბრა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სტუდენტებზე მორგებული საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელმაც სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საუბარი განათლების სისტემაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებსაც შეეხო.

„საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ჩატარებულმა ონლაინ შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ეს იყო ძალიან საჭირო დროს ჩატარებული შეხვედრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა  მოგვაწოდა ინფორმაცია პროექტზე, რომელიც ემსახურება სტუდენტებზე მორგებულ საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას.

ასევე, გაგვიზიარა საკუთარი შეხედულება, იმაზე თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი, ეს იყო ერთგვარი მესიჯი სტუდენტებისთვის - სიმშვიდე, რწმენა და ღირსება. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანებას უნდა ვცდილობდეთ ადამიანები.

იქიდან გამომდინარე, რომ გოჩა ტყეშელაშვილი განათლების მიმართულებით ძალიან კომპეტენტური ადამიანია, სტუდენტების დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო არა მხოლოდ სტუდენტურ, არამედ სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებითაც.  ვიმსჯელეთ, რამდენად სრულყოფილია საქართველოში ზოგადად განათლების სისტემა და სად, რა ხარვეზებია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრიდან გამოიკვეთა, ის არის, რომ ახალგაზრდები არ არიან გულგრილნი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის და გამოწვევების მიმართ. გული შესტკივათ საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და უხარიათ ყველა ისეთი პროექტის არსებობის შესახებ ინფორმაციის გაგება, რომელიც მათ განვითარებასა და გააქტიურებას შეუწყობს ხელს.  

ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტებზე ან მოსწავლეებზე, იქმნება ამ ახალგაზრდებისთვის, ამიტომ  ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაზე იყო ის, რომ სტუდენტებისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე თავად სტუდენტებისგან მიიღო გოჩა ტყეშელაშვილმა ინფორმაცია.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რადგან ეს პროექტი ჩვენთვის იქმნება და ერთგვარი ვალდებულებაც კი გვეკისრება, რომ მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესებში“, - აღნიშნა სტუდენტური პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, სტუდენტური პარლამენტი 3 წელზე მეტია არსებობს და ეს არის დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში ხელს უწყობს არაფორმალური განათლებას და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას.

„გეტყვით, რომ ჩემი და სტუდენტური პარლამენტის ურთიერთობა დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან ერთად დაიწყო.მე მონაწილეობა მივიღე მათ პროექტში, რომელსაც „გაიცანი მსოფლიო - განავითარე შენი რეგიონი“ ერქვა. ამ პროექტში გავიმარჯვე და ამის შემდგომ დავიწყო ჩემი და სტუდენტური პარლამენტის ურთიერთობა. სტუდენტთა პარლამენტი ძალიან მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც 4000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. საქართველოს სტუდენტური პარლამენტი არის სტაჟირების პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და პოლიტიკური კულტურის დანერგვა-განვითარებაში ეხმარება“, - აღნიშნა მარიამ ანსიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ მარიამ ანსიანს, იგი საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა და შეიძლება ითქვას, რომ მისი განვითარებასა და განათლებაში წვლილი „ეტალონსაც“ მიუძღვის. მარიამი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიებებში  და ჩართული იყო izrune.ge - ს ტესტირებაში.

„დაახლოებით სამჯერ ვიყავი „ეტალონის“ პროექტის მონაწილე. ასევე ჩემს ოჯახთან, ჩემს ძმებთან ერთად ჩართული ვიყავი „იზრუნეს“ პროექტშიც და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პროექტია, განსაკუთრებით ეფექტურია დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან მათ სწავლისთვის ერთგვარ მოტივაციას აძლევს. მოგეხსენებათ, გარე მოტივატორები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, მე გახლავართ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის „ლაგის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი და კომუნიკაციების ჯგუფის ასისტენტი. ასევე, აქტიურად ვარ ჩართული ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის მოხალისეობრივ საქმიანობებში“, - აღნიშნა მარიამ ანსიანმა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
ბავშვებმა, ჩაერთნენ ხელოვნების პედაგოგთან, ელისო კიკვაძესთან ერთად სკოლის ეზო მოხატეს და ასევე, ნაძვი დარგეს
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
ნერგები სკოლას საჩუქარად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით გადაეცა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება