მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა, ირმა დუღაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ირმა დუღაშვილს დამსახურებულ სტატუსს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.