სიახლეები
სკოლები

თბილისის N104 სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
11-12-2020
-
+


თბილისის N104 საჯარო სკოლა ჩაერთო ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დაგეგმა სკოლებში. კვირეული ონლაინ სივრცეში ჩატარდა.

კამპანიის მიზანი იყო ძალადობის პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გულჩორა ბაბაიანმა მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა ორი გაკვეთილი ძალადობის თემაზე, აგრეთვე მე-9 და მე-10 კლასის დამრიგებლებმა - იზაბელა აბრამიანმა და ალინა ავეტიანმა პროექტის ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში ჩაატარეს კლასის საათი ძალადობის თემაზე.

ვინაიდან, ბულინგის თემა არის ძალიან აქტუალური, ყველა კლასის (I-XII კლასი) დამრიგებელმა მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა კლასის საათი - „არა ბულინგს“. პედაგოგებმა ისაუბრეს მოსწავლეებთან ბულინგის შესახებ, მისცეს რეკომენდაციები, რჩევები, მოისმინეს მოსწავლეთა მოსაზრებები.

სკოლაში ჩატარდა სასკოლო კონკურსი სახელწოდებით - „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“.
IX-X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ფლაერები ბულინგის და კიბერბულინგის თემაზე.

ძალადობის თემა აგრეთვე I-VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების სახით, ხოლო IX-XII კლასის მოსწავლეებმა ესეების სახით. ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ პროექტში და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სამუშაო პროცესს.

მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის პროექტში. ყველა კლასის დამრიგებელმა დისტანციურად ჩაატარა მშობელთა კრებები ძალადობის თემაზე.
სკოლაში აგრეთვე ჩატარდა მრჩეველთა საბჭოს სხდომა ბულინგის და კიბერბულინგის თემაზე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება