სიახლეები
სიახლეები

ეკატერინე დგებუაძემ დისტანციური სწავლისას მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სკოლებისთვის შემუშავებულ რეგულაციებზე ისაუბრა
11-12-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებმა, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და პანდემიის პერიოდში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა გახსნა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, ბოლო წლებში, სკოლის მოსწავლეთა მიღწევების განვითარებით კუთხით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

„ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო ბანკი უკვე მრავალი წელია არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, რომელიც ქვეყანაში ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მხარდასაჭერად არაერთ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის არის მასშტაბური ახალი პროექტი - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და თითოეული მოზარდის განვითარების მხარდაჭერა. სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მაქსიმალურად არის მორგებული. ასევე, სამინისტროს ინიციატივით, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, განხორციელდა ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია. ჩვენ უკვე გვაქვს მესამე თაობის დოკუმენტი, რომელიც შექმნის სკოლებში იმგვარ სასწავლო გარემოს, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებას“,- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში დისტანციური განათლების განვითარების ხელშეწყობაზე, ამ მიმართულებით პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების საფუძველზე შეძლო გლობალური პანდემიის პირობებში მოსწავლეებისთვის უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.

ონლაინ სემინარში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის გლობალური განათლების მენეჯერი, ჰარი პატრინოსი,  ესტონეთში „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის“ ორგანიზატორი, გუნდა ტირე, კორეის განვითარების ინსტიტუტის პროფესორი, ჯუ-ჰო ლი, შვედურ-უკრაინული პროექტის „უკრაინაში დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა“ უფროსი კონსულტანტი, ჯენ ჰერგზინსკი, პორტუგალიის განათლების ყოფილი მინისტრი,  მკვლევარი და ეკონომისტი, ნუნუ კრატუ და ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მაჩი იაკუბოვსკი.

2020 წლის გაზაფხულიდან, მსოფლიო ბანკი, სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება