ქობულეთის N5 სკოლის მოსწავლე ნიკა შაინიძე ქობულეთის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა შორის მოხვდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა. კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქობულეთის 39 სკოლის 444-მა მოსწავლემ მიიღო.
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა შაინიძე ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტო