სიახლეები
საინტერესო

ანტივირუსული სცენარი: როგორი იქნება საახალწლო ღონისძიებები სკოლებში?
18-12-2020
-
+


ახალი წელი ახლოვდება და საზეიმო განწყობაც მატულობს, საახალწლო სამზადისია სკოლებშიც, მაგრამ წელს არატრადიციული, კორონავირუსმა ხომ დღის წესრიგი ყველგან შეცვალა. საინტერესოა რით ჩაანაცვლებენ სკოლები ტრადიციულ ზეიმებსა და კონცერტებს?

გთავაზობთ ევროპის მაგალითს:

ბრიტანეთში მოსწავლეები მიეჩვივნენ, რომ შობის წინ ტრადიციული ღონისძიებები - ქრისტეს შობის ინსცენირება, სასკოლო სპექტაკლები და კონცერტები ელოდებათ. მაგრამ, წელს, პანდემიის გამო, სკოლების დაახლოებით ნახევარში ტრადიციული საშობაო სპექტაკლი არ გაიმართება. Teacher Tapp-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 5% აპირებს კლასებში აქტივობების მოწყობას. დანარჩენი სკოლები ამზადებენ ვირტუალურ გასართობებს ბავშვებისთვის ან სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ დგამენ და იღებენ.

პედაგოგები რას აღარ იგონებენ: ძირითადად მოსწავლეებთან კინემატოგრაფიის სამყაროს დაპყრობას ცდილობენ. სადღაც ტრადიციულ სიუჟეტებს სოციალური დისტანციის დაცვით მასწავლებლები თამაშობენ, სხვაგან თითოეულ ეპიზოდს საკუთარ სახლში იღებენ და შემდეგ ერთად ამონტაჟებენ. აკეთებენ ვიდეოფორმატის ღია ბარათებს.

არის სკოლები, რომლებმაც სამზადისი უკვე დაასრულეს. მათ ფოტო ან ვიდეო ფორმატში მოლოდინის კალენდარი (Advent Calendar) დაამზადეს. ყოველ დღე 25 დეკემბრამდე მოსწავლეები მასწავლებლებისგან წინასაახალწლო ფაილს მიიღებენ.

თოვლის ბაბუასთან მიახლოება აკრძალულია

სკოლებისთვის, რომლებიც ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ აწყობენ და ასევე მოსწავლეთა მშობლებისთვის რჩევებიც მომზადდა. ინგლისურენოვან პრესაში ის „Covid Christmas“ საქმეების ნუსხადაც მონათლეს. 

ღონისძიების ღია ცის ქვეშ გასამართად შესაბამისი აღჭურვილობის მოძიება კომფორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე და პარკებში ითხოვენ კარვების, საბნების, გარე გამათბობლების მიტანას. ინდივიდუალურ თერმოსში ცხელი კაკაო, ჩაი და ცომეული - ასევე ასეთი სადღესასწაულო შეხვედრების ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს ულუფებად - არავითარი კერძები, რომლებსაც ერთი თეფშზე განთავსდება. მართალია ეკოლოგიური არ არის, მაგრამ ღია ცის ქვეშ დღესასწაულებისთვის ასევე საჭიროა ერთჯერადი ჭურჭელი. 

ერთ-ერთი სასაცილო და პოზიტიური იდეაა სახალისო ნიღბების დამზადება. ბევრი მოსწავლე საახალწლო წვეულებისთვის სადღესასწაულო ნიღბებს ამზადებს. საუბარი ეხება სუპერგმირებისა და მულტფილმის პერსონაჟების იერსახეს, ასეთი კრეატიული დამცავი პირბადეების ტარებას მოზარდები სიამოვნებით თანხმდებიან.

იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებას სანტა-კლაუსი ესტუმრება, მის მუხლზე ჩამოჯდომა ბავშვებს ეკრძალებათ. ზოგადად სკოლებს და მშობლებს ურჩევენ მსახიობები და ანიმატორები არ მოიწვიონ და ამით გარე პირების რიცხვი შეამცირონ. თოვლის ბაბუის როლი კი თავად მოირგონ.

იმისთვის, რომ წვეულება სახალისო გამოვიდეს, შეთავაზებულია როლური თამაშები, მაგალითად, შერჩეულ ტერიტორიაზე „სანტას წერილის“ მოძებნა. ასევე მოსწავლეები სანტასთვის მიწერილი წერილებით ნაძვის ხეს რთავენ.

მათთვის ვინც Zoom-ში იკრიბება

მართალია შობა ტრადიციული დღესასწაულია, მაგრამ წელს ყველა ტრადიციაში კრეატიული მიდგომის შეტანა აუცილებელია. კრეატიულობა აუცილებელია მათთვის, ვინც ღონისძიების Zoom-ში ჩატარება გადაწყვიტა.

ზოგიერთი უცხოური სკოლა უკვე უგზავნის მოსწავლეებს ტკბილეულს, საახალწლო აქსესუარებს - ქაღალდის ულვაშებს, სათვალეებს, ყურებს და ა.შ. ასეთი „დრეს-კოდით“ ვირტუალური შეხვედრა ბავშვებს გაამხნევებს და გაახალისებს.

კინოდარბაზი - მოსწავლეები Zoom-ში Netflix Party-ის დახმარებით ან სხვა სტრიმინგული პლატფორმების საშუალებით უყურებენ ფილმს, შემდეგ კი ერთად განიხილავენ მას სკოლის „ვირტუალურ კინოკლუბში“.

მასტერ-კლასები და კონკურსები. ყველაზე მარტივია, მასწავლებლები დისტანციურად წინასაახალწლო მასტერ-კლასებს გადიან, მაგალითად, ნაძვის ხის ქაღალდის მოსართავების დამზადების. შემდეგ კი გამარჯვებულებს ირჩევენ.

წინასაახალწლო დღეებში მოსწავლეებმა არ უნდა მოიწყინონ, დარწმუნებული არიან ბრიტანელი და ამერიკელი პედაგოგები, ამიტომ ისინი მიუხედავად შეზღუდვებისა სხვადასხვა კრეატიულ აქტივობებს მიმართავენ. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება