სიახლეები
სიახლეები

სკოლები დახურული 10 იანვრამდე იქნება - გამკაცრებულ შეზღუდვებს შობის დღესასწაულზე გერმანია მცირედით შეამსუბუქებს
16-12-2020
-
+


გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები, რომელიც 10 იანვრამდე იმოქმედებს, კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სუპერმარკეტები და ბანკები ღია რჩება. გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდება და თითოეულ ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ოთხ ახლობელს უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, გერმანიაში მსუბუქი „ლოქდაუნი“ 2 ნოემბრიდან მოქმედებდა, რომლის ფარგლებში ქვეყანაში რესტორნები და ბარები დახურული იყო, მაღაზიები და სკოლები კი ღია რჩებოდა.

ცნობისათვის, გერმანიაში გუშინ კორონავირუსის 14 432 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 500 ადამიანი გარდაიცვალა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- ამბობენ სკოლაში
მათთვის თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა
მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება