„შრომობენ, ფუსფუსებენ, ქმნიან პატარა ხელებით“- ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები წარმოადგინეს
16-12-2020
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს.
მოსწავლეები სხვადახვა თემებზე მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან და შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
„შრომობენ, ფუსფუსებენ, ქმნიან პატარა ხელებით და ჩვენც გვანებივრებენ თავიანთი შემოქმედებით! ელისო მასწავლებლის პატარების: არსენის, მაიას, მარიამისა და ბარბარეს შემოქმედებიდან!“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.