სიახლეები
სიახლეები

როგორი იყო პირველი სემესტრი KIU-ში და რას უნდა ელოდნონ სტუდენტები მეორე სემესტრისთვის
17-12-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა ონლაინ სწავლების გამოწვევებსა და უნივერისტეტის მიერ მათი მოგვარების გზებზე გაამახვილა ყურადღება. 

რამაზ ბოჭორიშვილი: ბუნებრივია დისტანციური სწავლება გამოწვევაა ყველა უნივერსიტეტისა და სასწავლო დაწესებულებისთვის. მინდა რამდენიმე ტიპური პრობლემა გამოვყო, რომელიც ყველგან არის და გითხრათ ის, თუ ჩვენ როგორ გავართვით თავი ამ პრობლემებს.

პირველი ეს არის ინფრასტრუქტურა, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი იმისთვის რომ მან მოისმინოს ლექცია, იმუშაოს, დამოუკიდებლად გააკეთოს და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ატვირთოს დავალება. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბრწყინვალედ გადაწყვიტა ეს პრობლემა. წინასწარვე გაითავისა ის, რომ შესაძლოა მსგავსი პრობლემები წარმოქმნილიყო, ამიტომ სტუდენტებს შესთავაზა ლიზინგის პროგრამა, რითაც ბევრმა სტუდენტმა ისარგებლა და ფაქტობრივად არ გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტს რაიმე პრობლემა შეექმნასპერსონალურიი კომპიუტერის  არ ქონის გამო. იგივე მოხდა აკადემიურ პერსონალთან მიმართებაში. თავიდანვე ყველაფერი მოვამზადეთ იმისთვის, რომ სტუდენტიც და პროფესორიც სასწავლო პროცესისთვის მზად ყოფილიყო.

მეორე ნაკლი ონლაინ სწავლების ის არის, რომ მასწავლებელსა და სტუდენტს შორის ნაკლები ინტერაქცია არსებობს. ამ გამოწვევასაც ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებით გავართვით თავი. ერთის მხრივ სასწავლო კურსის ფორმატები გვაქვს სპეციფიკურად შერჩეული, რომელიც პროფესორსა და სტუდენტს შორის ინტერაქციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენითდა გვაქვს ძალიან კარგად გამართული სისტემა, რომელსაც საოფისე საათების, საკონსულტაციო საათების, დამატებითი მეცადინეობების და ტუტორების ერთობლიობა ქმნის. სისტემა თითოეული საგნის მიხედვით ადაპტირებულია და სტუდენტები ამასაც ძალიან კარგად იყენებენ, ამიტომ ლექტორსა და სტუდენტს შორის ინტერაქციასაც არ ვუჩივით.

მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო პლაგიარიზმის პრობლემა, როდესაც ერთ სტუდენტს შეუძლია გადაიწეროს მეორე სტუდენტისგან ან მიითვისოს სხვისი ნაშრომი წყაროს მითითების გარეშე. თუ ეს კარგად არ გაკონტროლდა, საბოლოოდ სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და ქულა არ იქნება სანდო. ონლაინ სწავლებისთვის პლაგიარიზმის კონტროლი „აქილევსის ქუსლია“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ გამოწვევას ძალიან დიდი წარმატებით გავართვით თავი. შესაბამისი მეთოდოლოგიისა და პროცესების სათანადო მართვის თვალსაზრისით. მაგალითად დაპროგრამების საფუძვლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებზე ისწავლება. ჩვენ ვიყენებთ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამას, რომელშიც სტუდენტები დავალებებს ტვირთავენ. ეს სისტემა გარდა იმისა რომ დავალებების ატვირთვის დროს აკონტროლებს, ავტომატურად აკონტროლებს პლაგიატიზმსაც, ანუ ერთი დავალება ხომ არ არის გადაწერილი მეორეს დავალებიდან.თუ ასეთი რამ აღმოჩნდა ავტომატურად ნულდება ეს დავალება. გარდა ამისა სწავლების ასისტენტი ცალკე ამოწმებს ატვირთულ დავალებას, რომ სისტემას შემთხვევით რამე არ გაეპაროს და სტუდენტი არ დაიჩაგროს. ამიტომ გადაწერის შემთხვევები ფაქტობრივად აღარ არის. სტუდენტების თქმით, ასეთი შემთხვევები დასაწყისში უფრო მეტი იყო, თუმცა ახლა ფაქტობრივად მინიმუმზეა დაყვანილი, რადგან სტუდენტებმა იციან, რომ გამოცდაზეც მარტოები იქნებიან და გადაწერას არავინ აპატიებს.

მათემატიკიკის სასწავლო კურსებზე, სადაც დიდი რაოდენობის სტუდენტია რეგისტრირებული, პლაგიარიზმის საწინააღმდეგოდ ასევე საგნის სპეციფიკაზე მორგებული სისტემა შევიმუშავეთ, რომელიც საკონტროლოების, ქვიზების და შუალედური გამოცდების დროს გამოვიყენეთ. ამ სისტემას სამი მთავარი ინგრედიენტი აქვს: პრობლემაზე მორგებული დროის კონტროლი, ინდივიდუალური დავალება ყოველი სტუდენტისთვის და ღია წიგნის პრონციპი.  შეფასების სისტემის ღია წიგნის პრინციპზე აწყობა იმას ნიშნავს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ნებისმიერი ხელმისაწვდომი მასალა დასაშვებია. მაგალითად   შეგიძლია შეხვიდე ინტერნეტში და სცადო იქ არსებული რესურსის გამოყენებით ამოხსნა და თუ სწორად გააკეთებ ჩაგეთვლება,  ქულა დაგეწერება. მაგრამ ეს ამოცანები ისე არის შედგენილი რომ გამოყოფილ დროში გადაწერა ან ინტერნეტში მასალის მოძებნა, დამუშავება და ამონახსნის პოვნა ძალიან რთულია. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა სწავლა უფრო ადვილია ვიდრე გადაწერა.

ამ სამ სირთულეს, რომელიც ონლაინ სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვფიქრობ ძალიან დიდი წარმატებით გავართვით თავი.

- შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლებას თავი წარმატებით გაართვა? 

- ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ,  შემუშავებული მიდგომები იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს მომდევნო წლებშიც გამოვიყენებთ, როცა სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება. კიდევ რამდენიმე კრიტერიუმს დავასახელებ: გარდა იმისა რომ ონლაინ რეჟიმში იყო ძირითადი სასწავლო პროცესი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იყო რამდენიმე სხვა გამოწვევაც. ერთ-ერთი პირველი გამოწვევა ის არის, რომ ინგლისურენოვანი პროგრამები გვაქვს. ინგლისური ენის სწავლებას ჩვენთან ბრიტანული საბჭო ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, რაზეც სტუდენტთა კმაყოფილებაც მეტყველებს. თუმცა, პირველი თვეების განმავლობაში ეს პრობლემა იყო, სანამ ალღოს აუღებდნენ.

მეორე გამოწვევა ის იყო რომ ჩვენი პროგრამები ძალიან რთულია. სტუდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ გამოცდილება არ ჰქონდათ, ტემპი მაღალია და მათგან ბევრს მოითხოვენ. სულ წუწუნებდნენ ტოპ სტუდენტებიც კი რომ ძალიან რთული პროგრამაა, რომ ძილი არ ჰყოფნით და ეს ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა განსაკუთრებით სემესტრის დასაწყისში. ამის გარდა სტუდენტებმა არ იცოდნენ როგორ უნდა ესწავლათ, სკოლიდან უნივერისტეტში გადასვლის პერიოდი არის ძალიან მძიმე, რადგან სკოლაში სწავლის სხვა კულტურა და სწავლების სხვა მიდგომაა და უნივერისტეტში სხვა. ზოგიერთი სტუდენტის თქმით 3-4 კვირა გავიდა ვიდრე ალღო აუღეს იმას, თუ როგორ უნდა ესწავლათ.  პროცესს ყოველდღიურად ვაკვირდებით და  ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი ეწევა ამ ტემპს და უფრო კარგად სწავლობენ. სტუდენტები ფაქტობრივად იბრძვიან პროგრამის სირთულის დასაძლევად, რაც ძალიან მომწონს. იციან, რომ თუ თვითონ არ ისწავლეს სხვანაირად ნიშანს ვერ მიიღებენ.

- რა სიახლეებს უნდა ელოდნენ სტუდენტები მეორე სემესტრისთვის და თქვენ რას ელოდებით მათგან?

- მე ვფიქრობ, მომავალ სემესტრში სტუდენტებს წესით უფრო უნდა გაუადვილდეთ, რადგან მათ უკვე იციან თუ როგორ უნდა ისწავლონ. ის სტუდენტები, რომლებიც დარჩებიან ჩვენთან,  დროს აღარ დაკარგავენ და უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ. 
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტუდენტების უმრავლესობა მოახერხებს კრედიტების მოპოვებას. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ სირთულე შემცირდება, პირიქით, საგნების სირთულე გაიზრდება და ზოგიერთი მიმართულებით ტემპი მოიმატებს, მაგრამ იმის ხარჯზე რომ სტუდენტებმა გაითავისეს უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტი და ისწავლეს თუ როგორ უნდა ისწავლონ, ველოდები, რომ უფრო მეტი სტუდენტი გამოიჩენს თავს მომდევნო სემესტრში.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება