სიახლეები
სიახლეები

4 კრედიტქულას წარმატება მოაქვს
17-12-2020
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგ ცენტრი ,,ცოდნა“ 33 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს ყველა ქალაქში ონლაინ ტრენინგ კურს ახორციელებს. ისინი პირველები არიან, ვინც საქართველოში ონლაინ კურსი 15 მარტიდან შექმნეს და მასში მთელი საქართველო ჩართეს. ასევე, მოწვეულ საერთაშორისო დონის ტრენერებთან ერთად ტრენინგ კურსი გააკეთეს პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, პედაგოგს ესქულზე  4 კრედიტქულა ესახება. ამან ტრენინგ კურსს დიდი წარმატება მოუტანა. 2019 წლის ივნისში ესქულზე 1734 პედაგოგს აესახათ კრედიტქულა.

სწორედ ამ წარმატებული გუნდის წევრები იყვნენ პირველები, ვინც პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. პანკისელებთან თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგები პანკისიდან დღესაც აქტიურად არიან ჩართულები ყველა პროექტში, რომელსაც ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“  ახორციელებს.

საერთაშორისო განათლების კვლევითი ინსტიტუტი პირველი იყო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელმაც 2020 წელს მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია წარმატებით ჩაატარა.  მასში აქტიურად იყო ჩართული ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის უ. მარგოშვილის სახელობის საჯარო სკოლის უკვე უფროსი მასწავლებელი  ლელა ხანგოშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად - მარი ქავთარაშვილი, ფარიზა გაურგაშვილი და ფარიდა გაურგაშვილი. ქალბატონმა ლელამ „ცოდნის“ ტრენინგ კურსი 2019 წელს წარმატებით გაიარა და კვალიფიკაციაც აიმაღლა,  სწორედ იმ 4-მა კრედიტქულამ მას წარმატება მოუტანა. ლელა ხანგოშვილი ახლაც აქტიურად არის ჩართული ყველა ტრენინგ კურსში და ცდილობს, კოლეგებიც აქტიურად ჩართოს. პანკისის ხეობაში ტრენინგ კურსის ორგანიზებას  სწორედ ის უწევს.

გთავაზობთ, წარმატებული სკოლის წარმატებულ პედაგოგთა მცირე სიას, რომლებმაც გაიარეს ტრენინგ ცენტრ „ცოდნის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი და 2020 წელს ესქულზე მიიღეს დადასტურებული 4 კრედიტქულა.

ლამარა მარგოშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტი დუისის უ. მარგოშვილის სახელობის სკოლის წარმატებული პედაგოგი

ესიათ სვიაკაური - დუმასტურის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ციცინო ცოგოშვილი - ყვარელწულის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

მარეხი მაჩალიკაშვილი - ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგი

აიზა დუიშვილი - დუისის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

მარინა მაჩალიკაშვილი - დუისის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ლიანა ქავთარაშვილი - წინოვანის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ზეინაბ მუთოშვილი - ომალოს საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ნონა ფარეულიძე - წინოვანის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

მადინა ქავთარაშვილი - წინოვანის საჯარო სკოლის პედაგოგი

ია ცისკარიშვილი - ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგი

მანანა ცინცაძე - ბათუმის N22 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ზაზა შარაშიძე - შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭალის საჯარო სკოლა

მზიური ქარცივაზე - შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭალის საჯარო სკოლა

ნონა ფევაძე - ტბეთის საჯარო სკოლა

ჟუჟუნა ჩაღალიძე - ბარათაულის საჯარო სკოლა

იამზე ჭაღალიძე - ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლა

მარინა მიქელაძე - ლომანაურის საჯარო სკოლა

ხათუნა ფუტკარაძე - ლომანაურის საჯარო სკოლა

რუბენ ფუტკარაძე - ლომანაურის საჯარო სკოლა

სარდიონ ალიქაძე - მეძიბნის საჯარო სკოლა

ლალი მიგინეიშვილი - აბაშის N2 საჯარო სკოლა

ხათუნა გოგიტიძე - ქობულეთი, ზენითის საჯარო სკოლა

ნათია გრძელიძე - ქობულეთი, ზენითის საჯარო სკოლა

ქეთი წულუკიძე - ქობულეთი, ზენითის საჯარო სკოლა

ცირა პირპილაძე - ქედქედის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ელიზბარ კოპინაძე - ქედქედის საჯარო სკოლა

მაია მალაყმაძე - ქედქედის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

 მანანა სანაძე - ბათუმის N30 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ქეთი კენჭაძე - ბათუმის N3 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი

ვეცდებით შედეგის მოლოდინში მყოფი პედაგოგების წარმატებაც გაგიზიაროთ.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ გიზიარებთ სიხარულს!

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითმა ინსტიტუტმა მოიწვია ევროპის ტრენინგ ცენტრიდან წარმატებული სპეციალისტები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ხარისხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ორგანიზაციაში ათასობით პედაგოგმა გაიარა პრეტესტი ტრენინგის დაწყებამდე და ასევე ჩააბარეს ტესტი კურსის დახურვისას დამკვირვებლების ზედამხედველობით. ამიტომ ორგანიზაციას აქვს მდიდარი მასალა, რომლის კვლევის შედეგებსაც მალე გავაშუქებთ.

@4კრედიტქულაწარმატებისსაწინდარია


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება