სიახლეები
საინტერესო

ვირტუალური ძიძები, რომლებიც Zoom-ის საშუალებით მუშაობენ - ახალი მომსახურება დიდი ბრიტანეთში გაჩნდა
04-01-2021
-
+


დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტეს, რომ დისტანციური ტექნოლოგიები ძიძებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა იყოს და მათ ბავშვების მოვლა პლატფორმა - Zoom-ის საშუალებით შეუძლიათ. ამის შესახებ BBC წერს

სერვისის - Childcare.co.uk დამფუძნებელს რიჩარდ კონვეის მოუვიდა იდეა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ვირტუალური ძიძა დისტანციურად მომუშავე მშობლებისთვის შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა. მისი თქმით, თავდაპირველად მის იდეას ყველამ სკეპტიკურად შეხედა. 

დღეს მის საიტზე 4 000-ზე მეტი ვირტუალური ძიძაა ხელმისაწვდომი. 50 000-ზე მეტმა მშობელმა კი მომსახურება გამოიწერა. სერვისის თანამშრომლები თითოეულ პრეტენდენტს ამოწმებენ ნასამართლეობაზე, მშობლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შეამოწმონ პოტენციური ძიძები. 

„ბევრი ფიქრობდა, რომ ეს გიჟური იდეაა და რომ ის ბავშვის სახლში მარტო დატოვებას ნიშნავდა. ნაცვლად ამისა მომსახურება გულისხმობს, რომ დედას და მამას შესაძლებლობა ეძლევათ სახლში სამუშაო შეასრულონ, მაშინ როდესაც მათ შვილით, კომპიუტერული ეკრანის მიღმა ვიღაც სხვა არის დაკავებული. ბავშვი 2 წელზე უმცროსი არ უნდა იყოს, რომ მშობლებმა ამ მომსახურებით სარგებლობა შეძლონ“, - ამბობს კონვეი. 

ფოტო: BBC


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება