მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგმა ქეთევან სარალიძემ, ისტორიის მასწავლებელმა გიორგი წერეთელმა და რუსული ენის პედაგოგმა ელისო რობაქიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
დირექტორი ინგა ცირეკიძე მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“