მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ გოგიშვილმა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალის - izrune.ge ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.
„გამარჯობა. მე ნიკოლოზ გოგიშვილი ვარ, გორის N4 სკოლის, მეორე კლასის მოსწავლე. პირველად მივიღეთ მონაწილეობა ტესტირებაში და ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან სახალისო იყო. აქტიურად ჩავერთვები მომდევნო ტესტებშიც. მადლობა თქვენ, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას გამოვავლინოთ ჩვენი მაქსიმუმი. ჩემი საყვარელია საგანია მათემატიკა.. ყველა ბავშვს ვუსურვებ წარმატებას“,- მოგვწერა ნიკოლოზმა.
დღეს, 17 დეკემბერს izrune.ge-ზე ინგლისური ენის 5-დონიანი სავარჯიშო ტესტის დღეა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.