სიახლეები
სკოლები

„მთელი მუნიციპალიტეტის სიამაყეა“-ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუა „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების მესამეადგილოსანია
18-12-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუა​ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიების საუკეთესო სამეულში მოხვდა. 

მოსწავლემ მესამე ადგილი დაიკავა.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს.

„იყო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე, მაგრამ უდიდესი პატივი, სიამაყე და ათმაგი პასუხისმგებლობაა ასეთი ღირსეული, უნიჭიერესი აღსაზრდელების წინაშე, რომელნიც ყოველდღიურად გვაოცებენ და სიამაყით გვავსებენ აღმზრდელ პედაგოგებს, მშობლებს, სოფელს თუ ახლო მეგობრებს... დღეს, ამ უწმინდეს დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ გადადგა ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა, მიზანდასახულმა, მაგრამ ამავე დროულად თავმდაბალმა ჩემმა მერცხალმა...მარიამ ხუხუა, 2020 წლის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ტურის მესამეადგილოსანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის ამ პატარა სკოლის ღირსეული მომავალი და მთელი მუნიციპალიტეტის სიამაყეა...ვუსურვებ ჩემს კოლექტივს, მარტვილის ყველა სკოლასა და სრულიად საქართველოს უმრავლოს ღირსეული თაობები ყველა სფეროში... ვისურვებდი, რომ მჯობოს მჯობი არ გამოლეოდეს ჩვენ პატარა ერს“,-ნათქვამია სკოლის წერილში. 

​აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, 2020 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებები საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდნენ „ეტალონი მოსწავლეები“, ხოლო ღონისძიების მონაწილეები თავის მხრივ მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარებული პირველი ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება