მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და განხილვა; პედაგოგებმა მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს უმნიშვნელოვანეს თემებზე; ასევე, უფროსკლასელებმა დამოუკიდებლად მოამზადეს პრეზენტაციები; დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით შექმნილ ნამუშევრებში გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და პლაკატები
იხილეთ ფოტოები