სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა ჩატარდა
18-12-2020
-
+


„არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ - წყალტუბოს N4 ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული აღინიშნა, რომლის  ჩატარების მიზანი იყო ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელები მოსწავლეებს გაესაუბრნენ.   მოეწყო გამოფენა: „არა ბულინგს, არა ძალადობას!“.

სკოლაში ასევე გამოცხადებული იყო კონკურსი ბულინგის თემაზე: „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ საუკეთესო ნაშრომის (ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტი, ფლაერი) გამოსავლენად.

მოსწავლეების გამოგზავნილი მასალები ყოველდღიურად ქვეყნდებოდა სკოლის ელექტრონულ გვერდზე. კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

„მოსწავლეებმა ანასტასია ლობჟანიძემ, ზურაბ ჯოხაძემ, ნიკოლოზ ტალიაშვილმა, მონიკა მანაგაძემ, ლევან ელბაქიძემ, ეთერ ასლანიკაშვილმა, ზაურ კუჭუხიძემ, დავით თუთბერიძემ, თემურ კობახიძემ და სხვ. გამოგვიგზავნეს ნახატები ძალადობისა და ზოგადად ბულინგის შესახებ. ხოლო ლიზი ფრუიძემ, ლიკა ზვიადაძემ, ლიზი გურეშიძემ, ნინო ჯიქიძემ და სხვ. გამოგვიგზავნეს ვიდეორგოლები: „არა ბულინგს“.

ნინი ნიჟარაძემ გამოგვიგზავნე ესე „არა ძალადობას“, სადაც მან ისაუბრა მოზარდების ფაქიზ ბუნებაზე. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს-ეს არის მთავარი დევიზი ნინოს მოსაზრებაში.

მსგავსი პროექტები ამაღლებს მოსწავლეებში ინტელექტუალურ დონეს, ზრდის მათში პასუხისმგებლობას და შემწყნარებლობას“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და ვიდეოები






კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება