სიახლეები


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც მხარდაჭერას უცხადებს 
18-12-2020
-
+


„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აფინანსებს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“  შორის.

ემორანდუმით მხარეებმა გამოხატეს სურვილი ითანამშრომლონ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე: საგანმანათლებლო სისტემაში დებატების ტექნიკის/კულტურის დანერგვა და განვითარება, ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება და საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისა თუ ზრდასრულებისთვის ხარისხიანი და კონკურენტული განათლების მიწოდება. სამინისტრო მხარს დაუჭერს პროექტს და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს მემორანდუმის მიზნების შესრულებას.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტი კიდევ უფრო მეტ მასშტაბსა და პარტნიორებს იძენს. განსაკუთრებით მივესალმებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი მხარდაჭერა არა მხოლოდ პროექტის მდგრადობაზე აისახება, არამედ ჩვენც გვაძლევს მეტ სტიმულს დავაფინანსოთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებას, რაც გაზრდის განათლების ხარისხს და მის ხელმისაწვდომობას“, განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა:

კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. პროექტის ფარგლებში იქმნება დებატკლუბის ქსელი, ხდება პედაგოგების პროფესიული განვითარება, ისინი სწავლობენ დებატების ტექნიკასა და კლუბების მართვას, რაც საშუალებას მისცემს არაერთ თაობას ეზიაროს ამ სიკეთეს.

პროექტის პირველი ფაზა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში სწორედ პედაგოგების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომ ენთუზიაზმით ჩაბმულიყვნენ პროექტის აქტივობაში და მიეღწიათ სასურველი შედეგისთვის.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აქტივობების მეშვეობით მათ გარემოს დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანეს
აქტივობებში ისინი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბევრი ახალი გარემოსდაცვითი ტერმინი დაისწავლეს ინგლისურ ენაზე
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება